აშკარაა, რომ გერმანიაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო,- „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის დაავადების კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, „პისიარ“ ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 6%-ია, რაც წინა კვირასთან შედარებით 2%-ით მეტია.
ავადობის კოეფიციენტი კი შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 44-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყანაში გამოვლენილი დაინფიცირების შემთხვევების 99% „დელტა“ ვარიანტზე მოდის.
გაიზარდა დაინფიცირების მაჩვენებელი ახალგაზრდებში.