საველე ჰოსპიტლებს გამოიყენებენ უკიდურეს შემთხვევაში, თუმცა არა კრიტიკული პაციენტებისთვის და ეს გადაწყვეტილება არის მზადება ყველაზე ცუდი სცენარისთვის.
ასეთი განმარტებები კეთდება საველე ჰოსპიტლების მოწყობის შესახებ. ჰოსპიტალური სექტორი დატვირთულია, სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახლა არის ის, რომ არ შეიქმნას კლინიკებში საწოლფონდების დეფიციტი. სწორედ ამით ხსნიან ჰოსპიტლების დამატებასაც, რაზეც ასევე მუშაობენ აჭარაშიც. სად განთავსდება საველე ჰოსპიტალი რეგიონში, რა ვითარებაა აჭარის კლინიკებში, შეძლებენ თუ არა მომდევნო დღეებში კოვიდ მიმღებ საავადმყოფოებში პაციენტების მიღებას მაშინ, როცა ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.