პროკურატურა ზურაბ ზვიადაურის პატიმრობას ითხოვს

18 აგვისტო 2021, 17:43 792 ნახვა

სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს  ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. 

კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე  კიდევ ერთ დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს კი  ბრალდება წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, ზვიადაურმა მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი