სხვისი სახელით "ფეისბუქზე" ყალბი ანგარიშის შექმნის და ფულის გამოძალვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით ფეისბუქზე ყალბი პროფილი შექმნა, დაიმატა მეგობრები და ანგარიშზე 300 დოლარის ჩარიცხვა სთხოვა - მიზეზად კი შვილის ფინანსური პრობლემები დაასახელა.