ვითარება ავღანეთში - მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის განცხადება

16 აგვისტო 2021, 10:02 1042 ნახვა

მსოფლიოს 60-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ, ქვეყნიდან გასვლის საშუალება უნდა მიეცეთ და აეროპორტები და სასაზღვრო გადასასვლელები ღია უნდა დარჩეს.

განცხადებას ხელს აწერს 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და სხვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში