თურქეთში რუსულმა სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსული მედიის ცნობით, ბორტზე სადაც 8 ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე და თურქეთის 3 მოქალაქე ვერცერთი ვერ გადარჩა. „ბე-200“-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ადანასთან ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის ჩაქრობის დავალება შეასრულა კატასტროფა კი დაჯდომამდე განიცადა.