სიტუაცია ძალიან მძიმეა, დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე–60 მოქალაქე ინფიცირებულია - პაატა იმნაძე

13 აგვისტო 2021, 12:51 1780 ნახვა

დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე–60 ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსით ინფიცირებულია - ძალიან მძიმე სიტუაციაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვებინარზე განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში აბსულუტური რეკორდი გვაქვს, ინფიცირებულია 50 ათასი ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი 10%-არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ნაწილი, 20-25 პროცენტით მეტია, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ ინფიცირებულია. აქედან გამომდინარე, თუ გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ დაახლოებით, ყოველი 50-ე და 60-ე ჩვენი თანამოქალაქე ინფიცირებულია. ეს რეალობაა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაციაა.

შესადარებლად, თუ 100 ათას მოსახლეზე გადავითვლით, ეს დაახლოებით 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაციაა, რაც ინდოეთში იყო, კადრები ყველას რომ გვახსოვს, რა ხდებოდა ამ დროს.

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ უძლებს. შეზღუდვები, რომელიც გუშინ დაანონსდა და ძალაში ხვალ შევა, იმიტომ არის, რომ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს“, - აღნიშნავს იმნაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი