რუსეთში ავტობუსის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

13 აგვისტო 2021, 11:52 606 ნახვა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ავტობუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

როგორც რუსული მედია წერს, დაღუპული ქალია, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. სხვადასხვა ცნობით აფეთქების დროს ავტობუსში 35 მგზავრი იმყოფებოდა.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქდა გაზის ავზი, თუმცა სხვა წყაროები აცხადებენ, რომ ავტობუსში გაზის ავზი საერთოდ არ იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი