აჭარაში ''ქართული ოცნების'' საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ცნობილია, ძველი დეპუტატებიდან ბათუმში პარტიამ ნდობა მხოლოდ ერთს გამოუცხადა, დანარჩენი კი ახალია.
ცვლილებებია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ ახალ სახეებს მედიასთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.