„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის ,,გმირთა ხეივნის'' ხელახლა განაშენიანება, რისთვისაც 6 მილიონი ლარი დაიხარჯება, არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და ხალხის მოთხოვნებს.
ამბობენ, რომ ,,გმირთა ხეივნის'' მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის ხელახლა განაშენიანებაზე ,,ქართულ ოცნებასთან'' დაახლოვებული კომპანია „საბა კონტრაქშენი“ მუშაობს.
,,გმირთა ხეივანში'' მწვანე კორიდორი, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ეწყობა.