81 წლის აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი აიცრა

07 აგვისტო 2021, 12:11 757 ნახვა

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი სინოვაკის ვაქცინით აიცრა. 81 წლის მეცნიერი განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში ჩაერთო. ვაქცინაციის პროცესში ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთო და შინ მომსახურების სერვისით ისარგებლა.

რისმაგ გორდეზიანი მოუწოდებს თავის კოლეგებსა და სტუდენტებს, პატივი სცენ მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.მეცნიერი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი