ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ლიეტუვის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს არალეგალი მიგრანტებისადმი სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. ლუკაშენკოს თქმით, ბალტიისპირეთის ამ ქვეყნის ხელისუფლება შანტაჟისა და ზეწოლის ტაქტიკაზე გადავიდა. ერთ-ერთ საფრთხედ ლუკაშენკო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში არალეგალი მიგრანტების შეგროვებას ასახელებს. ლიეტუვის ხელისუფლებამ 2 ივლისიდან ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შედინების გამო საგანგებო რეჟიმი დააწესა. ლუკაშენკო აღიარებს, რომ მიგრანტების შესაკავებლად, რომლებიც ბელარუსის გავლით დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებიან, არც ფული და არც ძალა არ აქვს.