პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა, რომელიც სპეციალური ინვენტარით არის აღჭურვილი, სადაც სხვადასხვა სახის, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის მქონე მტკიცებულებები განთავსდა.
საცავი აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით, დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.