ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, ძალადობის, სიძულვილის ენის და ფეიკნიუსების გავრცელების გარეშე - პრეზიდენტი

03 აგვისტო 2021, 20:40 879 ნახვა

ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დემოკრატიული და სამართლიანი. დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, თვითმართველობის არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, ძალადობის, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენების, ფეიკნიუსების გავრცელების და ზეწოლის გარეშე. კონკურენტის მოღალატედ გამოცხადების და მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გარეშე.

"წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიკნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელოდება ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა.

მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისკენ. ამას ელოდება ყველა ჩვენი პარტნიორი და მათ უნდა ვთხოვოთ, მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიები გამოგზავნონ.

ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ. ამისთვის ჩამოვედი საქართველოში და ამისთვის ვიქნები აქ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი