გერმანიაში მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრას სექტემბერში შეძლებენ,- ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის საშუალება პირველ ეტაპზე ხანდაზმულებსა და მაღალი რისკის მატარებელ სხვა პირებს ექნებათ. მობილური ვაქცინაციის ჯგუფები მოხუცთა თავშესაფრებში ივლიან და ბენეფიციარებს „ფაიზერ-ისა“ და „მოდერნა-ს“ ვაქცინებს შესთავაზებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ვაქცინები აქვთ მათ მანამდე მიღებული.