თურქეთის 26 პროვინციაში ხანძრის 85 კერიდან 74 კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრმა ბექირ პეკდემირლიმ განაცხადა.ამ დროისთვის რთული მდგომარეობა რჩება ანტალიის, მერსინის, ადანის და მუღლას პროვინციაში.ხანძრის ახალი კერების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, სტამბოლის პროვინციის გუბერნატორმა 31 აგვისტომდე ტყეში შესვლა აკრძალა.ტყის ხანძრებს თურქეთის სამხრეთ ნაწილში უკვე ოთხი დღეა ებრძვიან.
გარდაცვლილია ოთხი და დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. ევაკუირებულია სოფლები. ცეცხლი საფრთხეს უქმნის კურორტებს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცეცხლის განზრახ გაჩენას და საბოტაჟს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა რუსეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც.ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ასევე გამოთქვა დახმარების მზადყოფნა