ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისშია

29 ივლისი 2021, 10:16 895 ნახვა

თბილისში იმყოფება ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი. მან საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, ოპოზიციის ნაწილთან აპრილში მიღწეული შეთანხმება.

ევროპარლამენტარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, ვისთან გამართავს შეხვედრებს.

ვიოლა ფონ კრამონმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. 

„სიმართლე რომ ვთქვათ, უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ამ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“, – დაწერა  ვიოლა ფონ კრამონი.​

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი