ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ

07 მაისი 2016, 00:00 3026 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში ინგლისური ენის შემსწავლელი სატელევიზიო პრუდუქტის განთავსების შესახებ დღეს ბრიტანეთის საბჭო საქართველოსა და აჭარის ტელევიზიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანმაშრომლობის ფარგლებში  ეთერში ბიბისის მიერ წარმოებული პროდუქტი გავა, ის 2 სეზონს მოიცავს და 20 გადაცემისგან შედგება. პარალელურად ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში გაიმართება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ხელშეკრულების თანახმად, ბრიტანეთის საბჭომ ტელევიზიას პროდუქტი ივნისში უნდა მოაწოდოს.

ამავე კატეგორიაში