სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე სროლის შესახებ აცხადებენ

28 ივლისი 2021, 09:44 659 ნახვა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, 2 კი -დაიჭრა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო – აღმოსავლეთით შეტევა 28 ივლისს 03:40 საათზე დაიწყეს“, - აცხადებენ უწყებაში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის  თავდაცვის სამინისტრო ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვარზე განხორციელებული პროვოკაციის შედეგად 2 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება. მიუხედავად შეთანხმებისა, საბრძოლო მოქმედებები და ორმხრივი სროლები კვლავ გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი