კიევი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისში დაჯდა. მიზეზი ძლიერი წვიმა და ნისლი გახდა. მგზავრები რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის აეროპორტში იმყოფებოდნენ.
დაგეგმილი იყო რეისი ბათუმიდან-კიევის მიმართულებით, თუმცა აღნიშნული ფრენაც დაგვიანებით შესრულდება.
აეროპორტში აცხადებენ, რომ რამდენიმე წუთის წინ თვითმფრინავი ბათუმისკენ გამოფრინდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მიმართულებით დაგეგმილ რეისებს, შეფერხება არ დაფიქსირებულა.