სეტყვა გომისმთაზე

27 ივლისი 2021, 11:55 648 ნახვა

კურორტ გომისმთაზე სეტყვა მოვიდა. მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით წუთნახევარს გაგრძელდა და დააზიანა ბაღები, სახლის სახურავები და ავტომანქანები.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით,  ლენტეხი - ლასდილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი 100 გრძივი მეტრი დაზიანებულია, რის გამოც მთლიანად პარალიზებულია მოძრაობა.

ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთი და ხიდი დააზიანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი