"იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო".
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის აქტუალური საკითხები და არსებული გამოწვევები.
კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას, ხაზი გაესვა მოძიების პროცესის ეფექტურობის ერთობლივად, შემდგომი გაუმჯობესების საჭიროებას, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდეს გაურკვევლობაში მყოფი ოჯახების დახმარება. ამ კონტექსტში, აღინიშნა და განხილულ იქნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტრატეგიული კვლევის დასკვნები და რეკომენდაციები.