ომბუდსმენი პრემიერის შვილების შესახებ გავრცელებულ კადრებზე

24 ივლისი 2021, 12:17 859 ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვანი შვილების შესახებ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და ფაქტს ემიჯნება.

როგორც ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, მედიასაშუალებებმა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით უნდა იმოქმედონ დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.

შესაბამისად, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“, - წერს ნინო ლომჯარია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი