მკვლელობა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე

21 ივლისი 2021, 20:05 682 ნახვა

მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ კაცმა ყოფილ მეუღლეს დაუძახა, ეზოში გამიყვანა და ხმაურზე ქალის მამაც გავიდა. რის შემდეგაც კაცმა ჯერ სიმამრს ესროლა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს, გოგომ მამის დაცვა სცადა და გადაეფარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 29 წლის ბრალდებულს დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი