ევროკავშირის პროექტი აჭარაში დასაქმებისთვის

21 ივლისი 2021, 20:20 1025 ნახვა

შრომის ბაზარზე არსებული ზოგადი სიტუაცია, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობები, პოტენციური დამსაქმებლის მიერ დაწესებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოლოდინები - ამ მიზნით, ანგარიში მომზადდა პროექტის - “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ ფარგლებში.

ევროკავშირის ეგიდით, აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ (გრაფიკა 1) რეგიონის მასშტაბით, აჭარაში ეკონომიკური აქტივობის 8% - დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის, 4.5% - სასაწყობო მეურნეობაზე, და მხოლოდ 0.1% - სოფლის მეურნეობაზე///// მაშინ როცა (გრაფიკა 2) იმავე კვლევით, სოფლის მეურნეობაში აჭარის მშრომელთა 32.5%-ია დასაქმებული, რაც აშკარაა აცდენაა, 7%-ია დასაქმებული - მრეწველობაში და 61%-მდე - სასაწყობო ბიზნესში////, არც თუ გასაკვირად, (გრაფიკა 3) აჭარის მოსახლეობა შემოსავლების 52.5%-ს  დაქირავებული შრომით იღებს და მხოლოდ 4%-მდე შემოსავლების გენერირება ხდება სოფლის მეურნეობაში////// სამუშაო ძალისგან განსხვავებით ლოგიკურ მიდგომას ვხედავთ ინვესტორების მზრიდან (გრაფიკა 3) ინვესტიციათა 24% აჭარაში სასაწყობო მეურნეობაში იდება, 3% - მრეწველობაში და 0% - სოფლის მეურნეობაში/////

კვლევის თანახმად,რადგანაც სოფლის მეურნეობის დარგი წარმოდგენილია ძირითადად მცირე და საშუალო ფერმერებისა და საწარმოების სახით, დარგი ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას და სასურველი ანაზღაურების შეთავაზებას, რის გამოც მოსახლეობის ინტერესი აღნიშნულ დარგთან დაკავშირებული სპეციალობების მიმართ საკმაოდ დაბალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი