აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაქის რაიონის მიმართულებით სომხეთის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმას აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. „აზერბაიჯანის არმიაში არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.