პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

20 ნოემბერი 2016, 00:00 3354 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან გამართა. ირაკლი კობახიძის კაბინეტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრაზე იმყოფებოდა, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი.

ამავე კატეგორიაში