მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის სამძიმარი გიზო ჟორდანიას ოჯახს

20 ნოემბერი 2016, 00:00 3791 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი რეჟისორ გიზო ჟორდანიას ოჯახს უსამძიმრებს. სამძიმრის წერილი, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა - “ბატონი გიზოს მიერ გამორჩეული ხელწერით შექმნილი სპექტაკლები არაერთი თაობის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა. ფასდაუდებელია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც მან ქართული თეატრისა და კინოს ახალი თაობების აღზრდისთვის გასწია. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში” - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. გიზო ჟორდანიას ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. “გიზო ჟორდანიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარების საქმეში. მისი სპექტაკლები ათწლეულების განმავლობაში არ ჩამოსულა თეატრის სცენიდან. გიზო ჟორდანიამ არაერთი ხელოვანი აღუზარდა ქართულ სცენასა და კინოს. სამწუხაროდ, ქართულმა თეატრალურმა სამყარომ დაკარგა არაჩვეულებრივი პედაგოგი, დიდი რეჟისორი და პიროვნება” - ნათქვამია, გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქის გვერდზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი