შეძლებს თუ არა პარლამენტი ცესკოს ხვალ ახალი თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევას. კენჭისყრის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ გაიმართება. ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილია წარდგენილი, რომელსაც დეპუტატთა 100 ხმა სჭირდება, რათა მინიჭებული პოზიცია 5 წლის ვადით ჩაიბაროს.
თუმცა კანონმდებლობის თანახმად, მას უმრავლესობის, 76 ხმაც ყოფნის. ამ შემთხვევაში მას 6 თვიანი ლეგიტიმაცია ექნება.