გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ წყალდიდობის გამო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოაცხადა. სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ბუნდესვერის 850 ჯარისკაცი მონაწილეობს. სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 120 ადამიანს მიაღწია, კიდევ ათას სამასი მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გერმანიაში ორშაბათიდან გადაუღებლად წვიმს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხუთ რაიონში ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან კაშხლის გარღვევის საფრთხე არსებობს. რაინ-ერფტის რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წყალდიდობაა ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებშიც.