კოვიდშეზღუდვები მსოფლიოში - ინფიცირების მაჩვენებელი 190 მილიონს უახლოვდება

16 ივლისი 2021, 10:15 648 ნახვა

190 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. "დელტა" შტამის გავრცელების გამო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ისრაელი.

შესაძლოა, დახურულ სივრცეში გამართულ ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულმა, ან კოვიდგადატანილმა პირებმა შეძლონ. ნაწილობრივი ლოკდაუნი გამოცხადდება აბუ-დაბიში.

ჩინეთის რამდენიმე ქალაქში სკოლებში, საავადმყოფოებსა და სავაჭრო ცენტრებში კი შესაძლოა არავაქცინირებული ადამიანები არ დაუშვან. 

პარალელურად, ევროკავშირის საბჭომ უკრაინა შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეები ევროკავშირში შეზღუდვების გარეშე შეძლებენ მოგზაურობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოგზაურობისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო არ უნდა იყოს, რადგან მსოფლიოში კოვიდ-19-ის ვაქცინაზე წვდომა ყველას არ აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში