დასავლეთ გერმანიაში ძლიერმა წყალდიდობამ 11 ადამიანი იმსხვერპლა. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ დაანგრია საცხოვრებელი სახლები. დაღუპულთა შორის ორი მეხანძრეა. ბონის სამხრეთით მდინარე არი ნაპირებიდან გადმოვიდა და სახლები დატბორა. ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილის ევაკუაცია დატბორილი სახლების სახურავებიდან პოლიციის ვერტმფრენებით ხორციელდება. სტიქიის გამო შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა, შეჩერდა ხომალდების გადაადგილება მდინარე რაინზე. მეხანძრეები და სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობაა ბელგიაშიც, სადაც სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულია. დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.