საია: მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ

14 ივლისი 2021, 18:32 877 ნახვა

საკასაციო ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნას ეხმაურება საია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის -კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები. გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს. მიაჩნიათ, რომ ეს  მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. იურისტების თქმით, მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი,  პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში