ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად ოთხი ტელეკომპანია 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს.
ეს ტელეკომპანიები არიან – „ტვ პირველი“; „ფორმულა“; „მთავარი არხი“ და „კავკასია“.
მათი მთავარი მოთხოვნებია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა. ამ დროისათვის მაყურებელს ტელეეკრანებზე სწორედ 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალისა და ამ მოთხოვნების ნახვა შეუძლია.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. 5 ივლისს კი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
მედიის სოლიდარობის აქციები დედაქალაქში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 11 ივლისიდან იმართება. მთავარი მოთხოვნებია მთავრობის გადადგომა და მოძალადეების დასჯა.