შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით - თეა წულუკიანი 

12 ივლისი 2021, 13:31 1525 ნახვა

ძალიან გთხოვთ შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს სხვა მოქალაქეების დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

​''ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას, ახლა სიმშვიდის დროა. უნდა დავწყნარდეთ და ნუ გამოიყენებთ ამ უბედურებას, რომელიც ოპერატორის გარდაცვალებაა პოლიტიკური მიზნებისათვის. 

სირცხვილია, რასაც ტელევიზიები ასაღებდნენ თითქოს ოპერატორი მოკლა ხელისუფლებამ. თითქოს ეს ოპერატორი მოკლა ილია მეორემ, ეს არის სირცხვილი. დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს და შევწყვიტოთ პროვოკაციებში მონაწილეობა.

ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა ისე, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება შეწყდეს. ასევე უნდა შეწყდეს აგრესია ქვეყანაში უმრვალესობის მიმართ, რომლებიც თვლიან რომ რუსთაველზე აღლუმი არ უნდა ჩატარდეს'' - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში