ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - დაიღუპა 12 მიგრანტი

12 ივლისი 2021, 09:37 592 ნახვა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მინიმუმ 12 მიგრანტი დაიღუპა, 26 კი - დაშავდა.მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსს ავღანელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები გადაჰყავდა. შემთხვევა ვანის პროვინციაში, მურადიეს რაიონში, თურქეთ-ირანის საზღვართან ახლოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი თხრილში ჩავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

მიგრანტები, ძირითადად ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან, რეგულარულად კვეთენ თურქეთ-ირანის საზღვარს და თურქეთში გადადიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში