საქართველოს პარლამენტის წინ "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 5 ივლისს, პარლამენტთან აღმართულ ჯვარს იცავენ.
"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აქცია, მას შემდეგ დაგეგმეს, რაც გუშინ, სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია დაანონსეს, თუმცა სოციალურ ქსელებში ძალადობრივი მოწოდებებისა და მუქარის გამო, მოგვიანებით აქციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.
პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.