საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
"მივაწოდე ინფორმაცია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, დეტალურად გავაცანი თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები, პოლიციელები, რამდენი ადამიანია დაკავებული. იყო კითხვები, რომლებზეც გავეცი პასუხი"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს.
სალომე ზურაბიშვილს დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო.