ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევი საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ კომისიამ საჭირო რაოდენობის კანდიდატები ვერ შეარჩიოს და კონკურსის გამოცხადება თავიდან გახდეს საჭირო.
ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღესაც გაგრძელდა.
გასაუბრება ხვალ დასრულდება და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინება.
პრეზიდენტი არაუგვიანეს სამ დღეში წარუდგენს პარლამენტს შერჩეულ კანდიდატებს.