მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა - თამარ გაბუნია

08 ივლისი 2021, 13:01 1337 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა.

„ახალციხის კლინიკა „იმედში“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი კოლეგა, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას, რაც ვაქცინაციის პროგრამის პირველივე კვირას მოხდა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა ჯერ კიდევ გრძელდება.

გასულ კვირას გაიმართა პროფესიული საბჭო, რომელმაც იმსჯელა იმ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც იქ დაფიქსირდა, გამოძიებამ ამის შესახებ საზოგადოებას დიდი ხნის წინ აცნობა. პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია ახალციხის კლინიკის მიმართ იყო იმგვარი, რომ ეთიკური მხარე, ასევე პროცედურული და საქმის წარმოების მხარე დაირღვა. ამ შემთვევაში, რაც მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

რა თქმა უნდა, პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას ცილდება რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა, ან გათავისუფლება, თუმცა, აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს, ეს იყო რეაგირება განხორციელებული ახალციხის კლინიკის მიმართ დროებით, ვიდრე საბოლოოდ არ დადგინდება მიზეზები.

საბოლოო მიზეზების დადგენის შემდეგ, საბჭო კიდევ იმსჯელებს პროფესიული პასუხისმგებლობის დადგომის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით, დაისვა არაეთიკური და პროცედურული დარღვევების თემა... რა პირობებით მოხდა გათავისუფლება, ეს არის დროებითი ხელშეკრულების შეჩერება, თუ რაიმე სხვა პირობა, ამასთან დაკავშირებით, დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა საბჭოს რეკომენდაცია ეს ნამდვილად იყო.

იყო საუბარი იმ ექიმებზე, ვინც იყო ჩართული პროცესში, შეიძლება, ორი, ან სამი კოლეგა, ნაწილი იქ აღარ მუშაობდა. ამდენად, ის ვინც იქ დარჩა, ამათთან მიმართებაში არაეთიკურად ჩაითვალა საკითხი. მიუხედავად ასეთი ტიპის პროცედურული გადაცდომებისა, კოლეგები აგრძელებდნენ მუშაობას იგივე დაწესებულებაში რეაგირების გარეშე, ვფიქრობ, ორი შემთხვევა იყო ასეთი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი