ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ირწმუნება, რომ ფორმულას ჟურნალისტმა რატი წვერავამ, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ, პერანგი თავად შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და ჩხუბი დაიწყო. „იძახის, მღვდელი არ დამეხმარაო. როგორ დაგეხმარო, შენთან ერთად ვლანძღო ხალხი? ელემენტარული ეთიკური ნორმები, საზოგადოებრივი ქცევები დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას,“ - ამბობს მეუფე იოანე.
რატი წვერავა მეუფე იოანესთვის კითხვის დასმას ცდილობდა, რა დროსაც ის მოძალადეებმა ადგილიდან გაიყვანეს და ქაშუეთთან სასტიკად გაუსწორდნენ.