ტყიბულში ახალგაზრდა დაჭრეს

08 ივლისი 2021, 11:50 1003 ნახვა

ახალგაზრდა კაცი დაჭრეს ტყიბულში. 33 წლის მამაკაცს სხეულზე რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. პოლიციას დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულის ცენტრში რამდენიმე ადამიანს შორის შელაპარაკება  მოხდა, რაც ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავე ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ ჰყავს. გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი