ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღესაც გაგრძელდება. პროცესი დღესაც 14:00 საათზე დაიწყება.
გასაუბრება ხვალ დასრულდება და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინება.
პრეზიდენტი არაუგვიანეს სამ დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას, წარუდგინოს შერჩეული კანდიდატები პარლამენტს.
თითო ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტი ორ კანდიდატს წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი მიიღებს.