ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. მძღოლები ამბობენ, რომ დაახლოებით 2 საათია საცობში დგანან.
მათივე ინფორმაციით, შეფერხება ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გამოიწვია, ისინი კი აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ.
საქართველოს საგზაო დეპარატამენტის კონტრაქტორ კომპანიაში განმარტავენ, რომ მაგისტრალის 24-ე და 28-ე გვირაბებში ინფრასრტრუქტურული სამუშაოები ღამის 00:00 საათზე დაიწყო, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია. მათივე თქმით, დღეს ღამის 24:00-საათამდე მოძრაობა აღდგება.
ავტომობილის მძღოლებს კი გადაადგილებას ძველი, შემოვლითი გზით შეეძლებათ, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა ავტომობილების სიმრავლის გამო შეფერხებულია.