საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია. პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხოდ დატოვონ ტერიტორია.
"ორი აქცია ჩატარდა და შესაბამისად, აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუაცია და ასეც არის, დამერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, - აცხადებს ვაჟა სირაძემ.