დღეს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აბარებენ. უცხო ენებში გამოცდა 3 დღე გაგრძელდება.
პარალელურად დღესვე იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი. გამოცდების შედეგები კი აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, რომლებისთვისაც დაინიშნება დამატებითი სესია.
მისივე განმარტებით, ნაშრომების გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.