სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა საველე-სიტუაციური წვრთნები ჩაატარა. ქვედანაყოფმა უსაფრთხოების დაცვის, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებისა და განეიტრალების, ასევე შენობის წმენდის სავარჯიშოები შეასრულეს.
სწავლება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა და მიზნად ქართული ქვედანაყოფის ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონთან თავსებადობის გაზრდასა და მასში 2023 წლის ბოლოსთვის სრულუფლებიან წევრობისთვის მომზადებას ისახავს.