აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. 5 პროცენტიანი ბარიერი 4-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა და უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება მეორე ტურს, აჭარაში ექსვივე ოლქში “ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარმა კანიდატებმა გაიმარჯვეს. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეორე ტურში კენჭისყრაში ამომრჩეველთა 37-%-ი მონაწილეობდა, 8 ოქტომებრის არჩევნებზე კი რეგისტრირებული 308 ათას 506 ამომრჩევლიდან არჩევანი 163 ათას 419-მა მოქალაქემ გააკეთა.