საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ, პირველი ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისი დაემატება და დღეში სამი რეისი იმოძრავებს.
კომენდანტის საათის გაუქმების გამო, იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც.
მგზავრებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ:
''გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.
ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული"
მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება'' - წერია განცხადებაში.