სახალხო დამცველი ხვალ, ნინოწმინდის პანსიონში ჩავა და დაწესებულებას მოინახულებს.ცნობილია,რომ ომბუდსმენი პანსიონში ახალ მმართველთან, მეუფე იაკობთან ერთად შევა, მისი ვიზიტის შემდეგ კი პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.
მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას პანსიონში შეშვებაზე უარი განუცხადეს. პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე.